“ბრილი” წარმოადგენს ლაქ-საღებავების, წებოცემენტების და სხვა მშრალი შენაერთების მწარმოებელ კომპანიას. უკვე ათი წელია აღნიშნულ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ და ვახდენთ მის შემდგომ განვითარებას. შევძელით და ერთმანეთს შევუსაბამეთ ამ სფეროში სამამულო და საერთაშორისო გამოცდილებები. ქართველი და უცხოელი ტექნოლოგების ჩართულობით მივიღეთ ლაქ-საღებავების უნიკალური ფორმულები. პროდუქციის ფასები მოვარგეთ ადგილობრივ ბაზარს, ხარისხი კი შეუსაბამეთ საერთაშორისო სტანდარტებს. მიღებული ფასი და ხარისხი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კომპანია ”ბრილის” მიერ წარმოებული პროდუქცია მშენებლობაში კვადრატულ მეტრზე ხარჯთაღრიცხვით დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტი. ამასთან,ხარისხი ტოლს არ უდებს იმპორტულ ძვირადღირებულ მასალებს.

შეგვიძლია გადავჭრათ ნებისმიერი სირთულის ამოცანა როგორც შიდა, ასევე გარე ზედაპირების დანაფარებთან დაკავშირებით, საღებავების ტონალობისა თუ მისი მდგრადობის მიხედვით. ყოველი კლიენტის სამუშაო ობიექტი-დიდი თუ მცირე-აღიქმება საკუთარ პროექტად და არ ვიხსნით პასუხისმგებლობას როგორც ობიექტის სრულად და წარმატებით დამთავრებამდე,ასევე საგარანტიო ვადებზე,რომელსაც ჩვენ გავცემთ.

თანამედროვე დანადგარები, შესაბამისი ლაბორატორია, ქიმიურ წარმოებაში მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ მოწოდებული ნედლეული, მაღალკვალიფიციური კადრები, ხარისხის კონტროლი- ყოველივე ეს გვაძლევს საშუალებას,შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა (რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა) მაღალი ხარისხის პროდუქცია.

საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების ჩართულობით ვახერხებთ ვიყოთ ინფორმირებული მსოფლიო ქიმიურ მრეწველობაში მომხდარ სიახლეებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, რომელსაც შესაბამისად ვნერგავთ წარმოებაში.

ჩვენი მიზანია, მოვიპოვოთ საყოველთაო აღიარება ქართულ ბაზარზე, შევქმნათ კიდევ ერთი პრეცედენტი წარმატებული ქართული წარმოებისა, დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომ მხოლოდ იმპორტული ძვირადღირებული პროდუქციაა ხარისხიანი. აქედან გამომდინარე, ვიღებთ ასეთ სლოგანს -“ჩვენც შეგვიძლია”. ამაში ყველა დარწმუნდება, ვინც გაეცნობა ჩვენს პროდუქციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი პროდუქცია სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.